რომან გოცირიძე ხაზარაძის განცხადებაზე - ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად

მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ თამჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს.

მისი თქმით, პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

„ხელისუფლების დამარცხების ფორმულა არის ის, რომ უნდა შეიქმნას მძლავრი პოლიტიკური ცენტრი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიას გარეთ, რადგან ეს ორი პარტია დღევანდელი მოცემულობით გადალახვა 5%-იან ბარიერს. პარტიები უნდა გაძლიერდეს ცალ-ცალკე და მათ შორის, თუ „ლელოს“ განახლებული შემადგენლობა ხელს შეუწყობს ამ პარტიის გაძლიერებას და შემდეგ დიდ კოალიციაში ვიხილავთ მათ, ეს წაადგება ოპოზიციურ ფლანგს. პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. აქ მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად. ამიტომ არაფერი „ლელოს“ განცხადებაში საკრიტიკო არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა