ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა „ბელტა“ ავრცელებს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ უკრაინის საკითხი მომავალ წელს გადაწყდეს, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ შანსი არის და ეს უკრაინისთვის ერთადერთი შანსია.

ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, თუ ომი 2024 წელს არ დასრულდება, სრული კრახი იქნება.

„ვფიქრობ, არის შანსი. ჩვენ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ ამას არ გამოიყენებენ, სრული კრახი იქნება. ზეწოლა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ ზელენსკის პრესკონფერენციიდან შენიშნეთ, რომ ის ამის გაგებას იწყებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში