ბათუმში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან და „რანინას“ წევრებთან ერთად, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში სანტას კუთხე, 360° გადაღება, ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ და სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობა მოეწყო. გაიხსნა საახალწლო გამოფენა-ბაზრობაც. ასევე, გაიმართა კონცერტი პროექტ „რანინასა" და ბენდი „რეგიონის" მონაწილეობით.

„დღესვე, სტარტი აიღო პროექტმა „ახალი წელი შენს ეზოში". საახალწლოდ მორთული ავტომობილი, ანიმატორებითა და სანტა კლაუსით, ბათუმის ქუჩებში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებს.

მერიის ინფორმაციითვე, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 31 დეკემბერს კი გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება