უკრაინელებმა ყირიმში რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - წერს ოლეშჩუკი.

ის მადლობას უხდის საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ხომალდის განადგურებაში იყო ჩართული და საოკუპაციო ძალებს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ჩაიცვი შარვალი და შინისაკენ ჩვენი ყირიმიდან, სანამ ძალიან გვიან არ არის!" - წერს ოლეშჩუკი.

საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.

შეგახსენებთ, მანამდე, ოკუპირებული ფეოდოსიას მცხოვრებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. სოციალურ ქსელში ძლიერი ხანძრის ამსახველი ფოტოები და ვიდეო კადრები გავრცელდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე