„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ საღამოს მოხერხდა, თუმცა, ამინდის კვლავ გაუარესების გამო, ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანება კვლავ გრძელდებოდა.

„დაბა ხარაგაულს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. აბონენტები ელექტროენერგიას იღებენ ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხერი, ჯაფარეული და ბაზალეთი. ყინულმოცვის გამო დაზიანებულია მაღალი ძაბვის ათობით ხაზი, შესაბამისად კომპანიის ზარალი დიდია. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ასევე ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, წალენჯიხის და ჩხუროწყუს რაიონულ ცენტრებს. თითქმის მთელი ღამე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია მესტიის მუნიციპალიტეტს, თუმცა, ამ დროისთვის ენერგომომარაგება აქ აღდგენილია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ტექნიკურ სამსახურს დიდთოვლობის გამო გადაადგილება უჭირს, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური დამატებითი ბრიგადები ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან არიან ჩასულები დასავლეთ საქართველოში და კოლეგებს ეხმარებიან სამუშაოების ოპერატიულად შესრულებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ