პრემიერი - ამ რთულ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება - ამ რთულ სიტუაციაში, ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, მთავარი პრინციპი და კონსტიტუცია ქვეყნის ეროვნული ინტერესებია

ამ მეტად რთულ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება - ამ რთულ ვითარებაში მთავარი პრინციპი და კონსტიტუცია არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სახელწოდებით - „ელჩების კონფერენცია 2023-საქართველო-ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარი გამოწვევა კვლავ არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.

„ბოლო 3 წელია საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მეტად რთულ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა დაიწყო საზოგადოებისთვის. კარგად მესმის ის სირთულეები, რაც ჩვენს ქვეყანაში რჩება. მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. სამწუხაროდ, 20% ოკუპირებულია და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება მაღალი უმუშევრობის დონე, სიღარიბის დონე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად, სიღარიბის და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთულ ვითარებაში, მთავარი პრინციპი და სახელმძღვანელო, კონსტიტუცია არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მინდა მეც გავიმეორო, რომ ჩვენ ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველ დღე იცვლება მსოფლიო წესრიგი. ვხედავთ, რომ ჯერ ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო არის თავისი გამოწვევებით და ეროვნული ინტერესებით, რა თქმა უნდა, არ გვაქვს უფლება არ ვიხელმძღვანელოთ ეროვნული ინტერესებით. სახეზეა კონკრეტული შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა, ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, მას შემდეგ დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის. ეს არის რეალობა“,- აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე