ალექსანდრე ლუკაშენკო - ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის ბელარუსში გადატანაც დაგეგმილი იყო, უკვე ქვეყანაშია

ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის ბელარუსში გადატანაც დაგეგმილი იყო, უკვე ქვეყანაშია, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„დიდი ხნის წინ. მე უკვე ვთქვი, თუ როდის დასრულდა მიწოდება. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ სექტემბერში ან ოქტომბერში. ბოლო ოქტომბრის დასაწყისში იყო. ყველაფერი თავის ადგილზეა, კარგ მდგომარეობაში“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ მომავალი სამხედრო წვრთნების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ყოველდღე სწავლობენ.

„ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ. ყოფილი „ვაგნერელებიც“ კი, რომლებიც ჩვენთან რჩებიან, დღეს ჩვენს ქვედანაყოფებთან მუშაობენ და მათ გამოცდილებას უზიარებენ“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში