გიორგი ვაშაძე - მთავრობის სამოქმედო გეგმა უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია - „ქართული ოცნების“ გზავნილია: „არ მინდა ევროკავშირი“

იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე მთავრობის სამოქმედო გეგმას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტი გადმოსცემს „ქართული ოცნების“ გზავნილს: „არ მინდა ევროკავშირი“.

„კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამ დოკუმენტს მალავდა ერთი თვე. რა შეიძლება ვუწოდოთ ამ დოკუმენტს? – პირდაპირ „ქართული ოცნების“ გზავნილი: „არ მინდა ევროკავშირი“. იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა. ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში, სწრაფად გავატაროთ ნამდვილი რეფორმები, რომელიც დაჩქარებული წესით შეგვიყვანს ევროკავშირში. „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანა ეს არის. ახლა ბევრ საუბარს დაიწყებენ, მაგრამ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, უბრალოდ წაიკითხეთ, რამდენად უშინაარსო, აბსურდული დოკუმენტი გამოაქვეყნეს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სამუშაო ფორმატში, ვაშაძე განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ევროინტეგრაციის საბოტაჟს და ვერ ხედავენ ნებას, რომ მეორე მხარეს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება.

„ჩვენ ამ დოკუმენტით ვერ ვხედავთ ნებას, რომ მეორე მხარეს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენს პოზიციაზე მსჯელობა გვექნება და საბოლოო გადაწყვეტილებას დავაფიქსირებთ. სამწუხარო ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს თავის დაწყებულ საბოტაჟს ევროინტეგრაციაზე. მათ არ უნდათ ევროკავშირი და ეს უშინაარსო დოკუმენტი სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი