დავით ზალკალიანი - ძალიან სერიოზული გამოწვევები გვაქვს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში

ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერა უაღრესად ფასეული, საჭირო და დროული იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და სწორედ ამ კუთხიდან გამომდინარე ჩვენი მიმდინარე წლის თანამშრომლობა, აქტიური კომუნიკაცია და კონტაქტები სწორედ განპირობებული იყო ამ დატვირთვით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მიმდინარე წელს უმაღლესი დონის შეხვედრები იყო და ერთ-ერთი ასეთი გადამწყვეტი შეხვედრა იყო ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერსა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეკ სალივანთან. ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა იყო უაღრესად ფასეული, საჭირო და ძალიან დროული და ეს თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ რომ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა 2024 წელს. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში. ჩვენი თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის და ყოველ წელს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მყარდება და ძლიერდება. ჩვენ ვასრულებთ უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას რეგიონში ყველა იმ საკითხში, სადაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ინტერესი. მინდა განსაკუთრებით გამოვყო სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლი და პრემიერის აქტიური მედიაცია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობის დამყარების საქმეში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან აფასებენ ამას ისე, როგორც ყველა ჩვენს ჩართულობას სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, რომელიც ადრე დაკავშირებული იყო ავღანეთთან, რომელიც არის დაკავშირებული დღეს თანამშრომლობასთან საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი გამორჩეული იქნება ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო და აქტიური კონტაქტები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი