2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, 2024 წელს, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს.

„მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების და თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. წარმოდგენილი ღონისძიების საქართველოში გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის, როგორც გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას მსოფლიოს მასშტაბით.

2023 წლის განმავლობაში, გაფორმდა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და მემორანდუმები ისრაელის სახელმწიფოსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, გვატემალასთან და შრი-ლანკასთან. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, მათთან დარგის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავების და ვიზიტორთა ნაკადების შემდგომი ზრდის შესანიშნავ საფუძველს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია