ხმა მიეცი შენს რჩეულს - კაზიო იშიგუროს რომელი წიგნი უნდა შევიდეს სერიაში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“?

„კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ - ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პროექტი გრძელდება. „პალიტრა L-ის“ გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა უკვე 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ჯერ არ დასრულებულა. პროექტის 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კიდევ 15 წიგნი გამოიცემა. მათი ნაწილი უკვე შერჩეულია. ხმის მიცემის პროცესი კი გრძელდება.

შეგვიძლია გაგიმხილოთ მკითხველის რჩეული ავტორი. პირველ ათეულში გახლავთ კაზიო იშიგურო. როგორ ფიქრობთ უნდა იყოს თუ არა ეს ავტორი იმ სერიის კატეგორიაში, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოთ?

„დღის მიწურულს“

„როცა მთელი შეგნებით, პრინციპულად, უყოყმანოდ ირჩევ, იყო მსახური და მთელი ცხოვრება უმაღლესი ღირსების გრძნობით ატარებ ამ “წოდებას”, როცა უარს ამბობ სიყვარულზე, თავისუფლებაზე, პირად ცხოვრებასა და საკუთარ აზრებზეც კი, შესაძლოა, ერთ მშვენიერ “დღის მიწურულს” მიხვდე, რომ არც ერთი წუთი არ გიცხოვრია, მხოლოდ გამოგონილ იდეალებს ემსახურებოდი და ასე, თავდადებით, ბრმა ერთგულებითა და თაყვანისცემით შეპყრობილი, კარგავდი მართლაც ყველაზე ღირებულს - საკუთარ თავს...“

„არასოდეს გამიშვა“

„ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს. ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ "საჩუქარს" მათ მომავალ ცხოვრებაზე.“

გამომცემლობა „პალიტრა L” გამოკითხვას სხვადასხვა მედია არხზე ატარებს და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თქვენი აზრის დასაფიქსირებლად „პალიტრა L-ს“ დაუკავშირდით ნომერზე: 247 00 45 ან მისწერეთ მეილზე: BOOK@PALITRA.GE

ასევე შეგიძლიათ ხმა მისცეთ ონლაინ გამოკითხვის საშუალებით.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია