გიორგი ვაშაძე - რეგიონებში ტურნეს ვაგრძელებთ - საქართველოს მთავარი ამოცანა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებაა

„გამარჯვების კოალიციის“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები შეხვედრებს შიდა ქართლში, კასპში მართავენ.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განხილულ თემებს სამომავლო გეგმები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროინტეგრაცია წარმოადგენს.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, არჩევნებში გამარჯვებისთვის ძალის მაქსიმალური კონსოლიდაციაა საჭირო, რათა საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„რეგიონებში ტურნეს ვაგრძელებთ. საქართველოს მთავარი ამოცანა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებაა. ამისთვის მნიშვნელოვანია ძალების მაქსიმალურად კონსოლიდაცია, არჩევნებში გამარჯვება, რაც მოიტანს სწრაფ რეფორმებს და სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში, რაც არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და ეკონომიკური კეთილდღეობისკენ სვლა”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი