ნათია თურნავა - ველოდებით სტაბილურობას ყველა სეგმენტში, მათ შორის სავალუტო ბაზარზეც

ყველა სხვა თანაბარ პირობებში, იმის ფონზე, რომ ლარმა ისტორიული გამყარება განიცადა, არ ვპროგნოზირებთ დიდ რყევებს, ველოდებით სტაბილურობას ყველა სეგმენტში, მათ შორის სავალუტო ბაზარზეც, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია ეკონომიკური ზრდა და საბაზო სცენარის ფარგლებში მერყეობს, დაბალია ინფლაცია, მაღალ ნიშნულზეა გარე შემოდინებები, ტურიზმის აღდგენა ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, გზავნილები და საგარეო ვაჭრობა კი ნორმის ფარგლებშია.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ქვეყანაში გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების მნიშვნელობასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის უპირატესობებზე ისაუბრა.

„იმ უმნიშვნელოვანესმა ფაქტმა, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განმტკიცებაში და ეს არის საწინდარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს