მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, „კავკასიის საერთაშორისო პროგრამების ბიუროსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

„აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის წევრები არიან. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ოფიციალურ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილეები და მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში