კახა კალაძე „ლაგუნა ვერეს“ შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე - ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და სისულელეები - არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგებს გამოეხმაურა, რომელთა კრიტიკის თემა “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე მშენებლობა იყო.

მისივე განმარტებით, ასეთი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას და პროექტები მომავალშიც განხორციელდება.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები. ზოგადად, ამას აქვს საბაბი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები ასეთი პროექტების განხორციელებას - ზოგადად, თბილისის აღმშენებლობასა და განვითარებას. დააკვირდით, მე გავიხსენებ წარსულ წლებს, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდათ სლოგანი “გაჩერებული თბილისი” თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც ქალაქში არის მშენებლობის ბუმი, ხდება ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება, გიჟდებით, არ იცით რა ქნათ, [მიმართავს “მთავარი არხის” ჟურნალისტს] იმიტომ, რომ იცით, რომ ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას უდიდესი როლი და წვლილი აქვს, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებებზე, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და, რა თქმა უნდა, ასეთი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას, პროექტები მომავალშიც განხორციელდება”, - განაცხადა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ