მარია ზახაროვა - იაპონიის მიერ უკრაინისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯს მძიმე შედეგები მოჰყვება

იაპონიის მიერ უკრაინისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯს მძიმე შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„იაპონური მხარე იარაღზე კონტროლს კარგავს და ახლა ვაშინგტონს შეუძლია გააკეთოს, ის რაც მას სურს. არ არის გამორიცხული, რომ უკვე აპრობირებული სქემით „პატრიოტის“ რაკეტები უკრაინაში აღმოჩნდეს.

ასეთი სცენარი ინტერპრეტირებული იქნება, როგორც ცალსახად მტრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში იაპონიას მძიმე შედეგებს მოუტანს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების აშშ-სთვის გადაცემას განიხილავს, რაც აშშ-ის მიერ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას მარტივს გახდის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა