2008 წლის ომი, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება და მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] უგუნური პოლიტიკის შედეგი. დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული და გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები - ეს იყო შედეგი რაც მივიღეთ, რაზეც დღესაც ვიმკით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ის დეტალებში ვერ შევა და ვერ ისაუბრებს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება-არგასამართლებაზე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულები რომ აქვს ჩადენილი, მგონი ამაზე არ ვდავობთ. იგივე 2008 წლის ომი, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი, ის რაც მივიღეთ - დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული და გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ეს იყო შედეგი რაც მივიღეთ, რაზეც დღესაც ვიმკით. მე არ მინდა დეტალებში შევიდე გასამართლება-არგასამართლებაზე, უამრავი დანაშაული აქვს „ნაციონალურ მოძრაობს“მომავალი წელი არის არჩევნების წელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და „ქართული ოცნება“ კონცენტრირდება იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად წარდგნენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უამრავი დანაშაული. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეგვიძლია, პოლიტიკურ სახელმძღვანელოებში შევიტანოთ და ბავშვებს ვასწავლოთ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როცა მართავს ქვეყანას. ასევე,იმასთან დაკავშირებით, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, როცა ოპოზიციაში ხარ“, - განაცხადა კალაძემ.