გიორგი ვაშაძე - აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი თუ რუსული პასპორტი

ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია არაერთი პროვოკაციული ქმედება, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებაა.

„რუსეთი ბევრ პროვოკაციულ ქმედებაზე წავა იმისთვის, რომ აგვაცილოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.

ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კონკრეტული არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი, რომელიც არის გზა ცივილური სამყაროსკენ, თუ რუსული პასპორტი, რომელიც არის სიკვდილისკენ და განადგურებისკენ სვლა, ამიტომაც რუსეთი ძალიან ბევრ პროვოკაციას შეეცდება და მთავარია, ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდები“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი