პირველი რეგიონული კონფერენცია „მედიაციის სფეროში რეგიონული თანამშრომლობა“ გაიმართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა პირველი რეგიონული კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან მოწვეული იურისტები და მედიატორები.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

„ღონისძიების მიზანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მედიაციის ჰაბის შექმნა კავკასიის რეგიონში.- ნათქვამია ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე მონაწილეებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ხელმძღვანელმა ლევან ასათიანმა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა რომ მსგავსი ტიპის რეგიონული კონფერენციები ერთი მხრივ აღრმავებს მეზობლებს შორის ურთიერთობას რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით და მეორე მხრივ ეს არის პროფესიებს შორის თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი პლატფორმა რომელიც ხუთი ქვეყნისთვის ხელშემწყობი იქნება განავითარონ მედიაცია რეგიონში.

კონფერენციის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ და გაეზიარებინათ თავიანთი ქვეყნების გამოცდილებები.

ღონისძიებაზე ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის და მადლობა გადაუხადეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს რეგიონში პროფესიებს შორის თანამშრომლობის იდეის ინიცირების და განხორციელებისთვის, რისთვისაც აზერბაიჯანის მედიაციის საბჭომ პერსონალურად დააჯილდოვა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას.

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ რომ გააგრძელებენ მუშაობას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის (მედიაცია) შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დამყარებაზე.

ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა იქნება სტაბილური და კონფერენცია მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა