ნათია მერებაშვილი - საინფორმაციო კამპანიამ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„2015 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მუდმივად ხორციელდება ღონისძიებები, რომელთა მიზანია პროკურორებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, გამკლავება და ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროკურატურის რეგიონული დანაყოფების პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე.

ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებები გრძელდება.

„მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის ცნობადობისა და საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლის მიზნით, გრძელდება საინფორმაციო კამპანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შეხვედრებს მოქალაქეთა სხვადასხვა სეგმენტთან, სტუდენტებთან და ასე შემდეგ. კამპანიამ, რომელიც დაიწყო 2021 წელს, უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა და დროულობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული თბილისის საქალაქო სასამართლოში - გამოცხადებული მოქალაქეების რაოდენობა გასამმაგებულია“, - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2023 წლის 9 თვეში 12 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელთაგან 9 განზრახ მკვლელობას ან/და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში; 1 თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამცირებელ მოპყრობას; 1 - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია 1 კი - ოჯახში ძალადობას შეეხებოდა. 12 საქმიდან 11 საქმეზე გამამტყუნებელი, ხოლო ოჯახში მომხდარი ძალადობის 1 საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ