ტაშკენტში საერთაშორისო გადაზღვევის ერთობლივი შესაძლებლობების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო - ქვეყნების წამყვანმა სადაზღვევო და გადამზღვევმა კომპანიებმა თანაშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვეო კომპანია “ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მიზანი რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი სადაზღვევო და გადაზღვევი კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი გადაზღვევის პორტფელის შექმნაა.

მემორანდუმს ხელი 2023 წლის 23 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოეწერა. ხელმომწერები კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ლიდერი სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიები, აზ რე, აპექს ინშურანსი, ჰალიკი და ალდაგი არიან. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები (ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან) ესწრებოდნენ.

მემორანდუმის შედეგად ხელმომწერი მხარეები შეძლებენ, ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე ერთიანი ძალებით გააუმჯობესონ და განავითარონ რისკების მართვის ხარისხი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებს, შესაძლებლობა ექნებათ, მეზობელი ქვეყნების ბაზარზე მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტით პოზიციონირდნენ,

„მემორანდუმის ხელმოწერა, საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ფასების პოლიტიკის სინქრონიზაცია ყაზახეთსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებს შორის, რაც გულისხმობს მივიღოთ მეტი სადაზღვევო რისკი და პრემია, კაპიტალიზაციისა და ექსპერტიზის დონე და ა.შ. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების დაზღვეულები, დაექვემდებარებიან ერთიან სადაზღვევო პირობებს, თუ მზღვეველი საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს. გაფართოება, თავის მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობებს გულისხმობს დაზღვეულისთვის. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიმართულებები ოთხი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს უძრავი ქონების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და უბედური შემთხვევების, მშენებლობის, ელექტროენერგიისა და ნავთობის წარმოების, ფინანსებისა და სხვა რისკებისგან დაზღვევას. აღნიშნულის ფარგლებში, დაზღვევის საბაზისო თანხა 45 მლნ დოლარია, რაც საკმარისია რეგიონული თვალსაზრისით, თუმცა ვგეგმავთ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის აღნიშნული კვოტა 100 მლნ დოლარამდე გაიზარდოს“,- აცხადებს სადაზღვევო კომპანია „ჰალიკის“ თავმჯდომარე, აბდირ კაისარი.

„მემორანდუმის მონაწილეების რესურსების გაერთიანებამ 45 მლნ. დოლარი შეადგინა, შემდგომი გაფართოებისთვის აღნიშნული 100 მლნ. დოლარამდე გაიზრდება, რაც ითვალისწინებს გაფართოებას მსოფლიო მასშტაბით, დაზღვევისა და გადაზღვევის პროცესში ჩაერთვებიან პოტენციური პარტნიორები და მონაწილეები“, - განაცხადა Marsh LLP (დაზღვევის ბროკერები) გენერალურმა მენეჯერმა, ანდრეი კომარკოვსკმა.

“მემორანდუმის ხელმოწერა გულისმობს არა მხოლოდ უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებას, არამედ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებს შორის კავშირის გაფართოებას, რაც არა მხოლოდ გეოგრაფიულმა სიახლოვემ, არამედ სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებით საერთო ხედვამ და მიზანმა განაპირობა“, - აცხადებს სადაზღვევო კომპანია APEX INSURANCE-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, უმიდ ხალიკოვი.

„მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ოთხ უმსხვილეს სადაზღვევო და გადამზღვეველ კომპანიასთან, თანამშრომლობის მემორანდუმი დაეხმარება რეგიონულ კომპანიებს სადაზღვევო შესაძლებლობების გაფართოვებაში, როგორც საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ჩვენი თანამშრომლობა გადაზღვეველი კომპანიებისთვის რეგიონული ჰაბის ფორმირების წინაპირობა იქნება, რაც ხელს შეუწყობს უფრო ფართო მასშტაბს რისკების დაზღვევას“, - აცხადებს „ალდაგის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

„მემორანდუმი ადასტურებს, რომ ვიღებთ ვალდებულებებს ხელი შევუწყოთ სადაზღვევო ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილებას. საერთო ძალებით, ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ შესაძლებლობები და გავზარდოთ რისკების მიმართ მდგრადობა. აღნიშნული თანამშრომლობა ხაზს უსვამს, ჩვენს საერთო მზადყოფნას უფრო ეფექტური, რეგიონალური, გადაზღვევის ბაზრის მშენებლობისთვის“, - აღნიშნა AzRe Reinsurance OJSC-ის გამგეობის წევრმა, ტურალ გასიმოვ ნაზიმ ოღლმა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობაზე პოტენციური ინტერესი უკვე გამოიჩინა ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და თურქეთმა; მემორანდუმი ხელს უწყობს ბიზნესების გაერთიანებასა და საერთაშორისო თანამშრომლობიდან საერთო სარგებლის მოპოვებისკენ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ