ხატია დეკანოიძე - ოკუპაციასა და ანექსიას უნდა ვუპასუხოთ ხისტი და მკვეთრი განცხადებით, რაც გასაგები იქნება აფხაზეთში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან - ხელისუფლებამ კი დუმილი აირჩია

“ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აფხაზეთში, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას მკვეთრი განცხადებები ჰქონდეს.

როგორც დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ანექსიას უნდა ვუპასუხოთ ხისტი, მკვეთრი და გასაგები განცხადებით.

„ოკუპანტების მხრიდან უმძიმესი ნაბიჯია. როდესაც საქმე გვაქვს ჩვენი ტერიტორიის ანექსიასთან, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მკვეთრი განცხადებები და საზოგადოების მკვეთრი სიცხადე და არა ისეთი დუმილი, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია. ხელისუფლებას და საზოგადოების ყველა წევრს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ანექსიას უნდა ვუპასუხოთ ხისტი, მკვეთრი და გასაგები განცხადებით, რომელიც გასაგები იქნება აფხაზეთში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებები საქართველოში საფრთხეების ესკალაციის მცდელობააა.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ხელისუფლების განცხადება იყო, რომ ევროკავშირს ომი უნდა. ამ დროს ოჩამჩირის სამხედრო ბაზის გააქტიურება, რუსეთის მხრიდან პირდაპირ განხორციელებული მცდელობაა, რომ საქართველო შეითრიონ ამ მძიმე მდგომარეობაში - ღია ფრონტის გახსნაში. თუ ვინმე გახსნის მეორე ფრონტს საქართველოში და საქართველოს ამ საფრთხის წინაშე დააყენებს, ეს იქნება რუსეთი. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება არის საქართველოში საფრთხეების ესკალაციის მცდელობა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, უნდა მოითხოვოს თუ არა საქართველოს მთავრობამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, დეკანოიძე პასუხობს, რომ რუსეთისთვის სანქციები ისედაც დაწესებულია, მთავარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, კვლავ იყოს დღის წესრიგში.

„რუსეთისთვის სანქციები, ისედაც დაწესებულია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიების კომპრომისზე გონივრული ნაბიჯი არ არსებობს. თუ ვინმე დააყენებს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნის წინ, ეს არის რუსეთი. ოჩამჩირის სამხედრო ბაზის დინამიკის გაფართოება ძალიან სერიოზული საფრთხეა რეგიონში. რუსეთისთვის სანქციები დაწესებულია, მთავარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, კვლავ იყოს დღის წესრიგში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამ კონტექსტში პარლამენტის დეპუტატმა ისაუბრა რუსეთის მიმართ საერთაშორისო წნეხის აუცილებლობაზეც და განაცხადა, რომ რუსეთისთვის 2008-2014 წლებში სანქციების დაწესება პუტინისთვის სერიოზული გაფრთხილება იქნებოდა.

„კარგი იქნებოდა 2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთს სანქციები დაწესებოდა. ამას ყველა აღიარებს. ასევე, 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. ამიტომ, მაშინდელი სანქციები პუტინისთვის სერიოზული გაფრთხილება იქნებოდა“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი