ზუგდიდის მერია კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი ევროკავშირის პროექტის - #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ მიიღო.

კონკურსი ორ მიმართულებას ითვალისწინებს:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობა.

მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი - 42 492 ლარი;

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი - 42 492 ლარი;

საკონკურსო განაცხადების მიიღება შესაძლებელია 2023 წლის 28 დეკემბრიდან 2024 წლის 27 იანვრამდე მატერიალური სახით მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90, ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით.

დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

კონკურსის დებულება: https://shorturl.at/ejBUX

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/awBP0

დანართი N1 - განცხადების ფორმა: https://shorturl.at/opuV0

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/EQRT2

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/ryPRV

დანართი N4 - შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/hrsH1

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში