2023 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2024 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების ამოცანებსა და პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, მალე 2023 წელი ისტორიას ჩაბარდება და 2024 წელიც დადგება. ვიდრე 2024 წელი არ დამდგარა, ის დროა შევეცადოთ 2023 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები შევაჯამოთ.
და შეძლებისდაგვარად იმაზე ვისაუბროთ, 2024 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი პერსპექტივები ელის ქვეყანას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას.
როგორ შეაფასებდით 2023 წლის შედეგებს საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით ქვეყნისთვის?
- 2023 წლის მიწურულს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი აბსოლუტური პოლარიზაცია გახლავთ. პოლარიზაცია, უკიდურესი ანტაგონიზმი, ერთმანეთის აუტანლობა გამეფებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ საკონსტიტუციო ინსტიტუტებსა თუ სოციალურ ჯგუფებს შორისაც.
მაშასადამე, ჩვენ მთელი წელია მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას კი არ ვაკვირდებით, არამედ თვალს ვადევნებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის ორთაბრძოლას. საზოგადოებრივ ტენდენციებს შორის უკიდურეს დაძაბულობას შესანიშნავად გამოხატავს ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებული კამპანიები - ერთნი აივნებიდან აფრიალებენ ლაჟვარდოვან ალამს, მეორენი კი დემონსტრაციულად წვავენ მას.
ჩვენ მთელი წელია მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას კი არ ვაკვირდებით, არამედ თვალს ვადევნებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის ორთაბრძოლას. საზოგადოებრივ ტენდენციებს შორის უკიდურეს დაძაბულობას შესანიშნავად გამოხატავს ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებული კამპანიები - ერთნი აივნებიდან აფრიალებენ ლაჟვარდოვან ალამს, მეორენი კი დემონსტრაციულად წვავენ მას
მრავალმხრივი პოლარიზაცია სპობს საგნობრივი, შინაარსობრივი დისკუსიების წარმოების შესაძლებლობას და პოლიტიკური დღის წესრიგიდან დევნის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს.
მოქალაქეებს უჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსები საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვან, ეფემერულ საკითხებზე აწარმოებენ დისკუსიებს, რაც თავის მხრივ იწვევს ხალხის გაუცხოებას პოლიტიკისა და დემოკრატიისგან.
მრავალმხრივი პოლარიზაცია სპობს საგნობრივი, შინაარსობრივი დისკუსიების წარმოების შესაძლებლობას და პოლიტიკური დღის წესრიგიდან დევნის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს
ასეთ პირობებში მხოლოდ ერთი რამით შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი. უკიდურესი პოლარიზაცია და მისგან გამოწვეული სხვა შედეგები მხოლოდ საქართველოს საშინაო პოლიტიკის მძიმე სენი არ გახლავთ. თანამედროვე სამყაროში იმავე დაავადებით იტანჯება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თითქმის ყველა პოლიტიკური სისტემა.
მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ პოლონეთის პარლამენტში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ სხდომაზე, სადაც „ხანუკას“ აღნიშნავდნენ, ყვირილით შევარდა და ცეცხლმაქრის გამოყენებით გაანადგურა სადღესასწაულო სანთლები.
განსაკუთრებით მაწუხებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში ნელ-ნელა ყველა ავტორიტეტი ნადგურდება. ქვეყანაში აღარ დარჩა ადამიანი, ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში შუამავლის ფუნქციას შეასრულებდა
დაუსრულებლად შემიძლია სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ყოველდღიურობიდან ამგვარი და უარესი ფაქტების მოშველიება, ჩვენს ეპოქაში ყველგან გაჭირდა ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის აღიარებაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება.
ამასთანავე, განსაკუთრებით მაწუხებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში ნელ-ნელა ყველა ავტორიტეტი ნადგურდება. ქვეყანაში აღარ დარჩა ადამიანი, ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში შუამავლის ფუნქციას შეასრულებდა.
- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ მიმდინარე წელს ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან, მას არც ოპოზიციისგან და არც საზოგადოებისგან სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. თუ ჰქონდა, იგი მათ იოლად გაუმკლავდა.
როგორი იყო 2023 წლის შედეგები საშინაო პოლიტიკაში ხელისუფლებისთვის?
- წარმატებულია ხელისუფლება, რომელიც მოახერხებს რომელიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემის წელში გადატეხას. „ქართული ოცნება“ ვერ დაიკვეხნის იმით, რომ 2023 წელს სიღარიბესთან ან ოკუპაციასთან ბრძოლის საქმეში რაიმე გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ 2023 წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული იყო. თუმცა, თქვენი შეკითხვის არსი გასაგებია. „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად შეძლო თავისი ძალაუფლების გამყარება.
ვერ ვიტყოდი, რომ 2023 წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული იყო. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად შეძლო თავისი ძალაუფლების გამყარება
ალბათ, 2023 წლის შედეგებით განსაკუთრებით კმაყოფილია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა და 90-იანი წლების პოსტ-საბჭოთა ბიზნესის დაუნდობელი წესების გამოყენებით მთლიანად მოსპო, მოაშთო პოლიტიკური პროცესი.
აუღელვებელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით, მკვეთრი მოძრაობებისა და უკან დახევის გარეშე ივანიშვილის ტაქტიკის შედეგად განადგურებულია სამოქალაქო სექტორი, მედია, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური ინსტიტუტები, ფაქტობრივად არცერთ ეკონომიკურ აქტორს არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ეფექტიანი მოქმედება.
2023 წლის შედეგებით განსაკუთრებით კმაყოფილია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა და 90-იანი წლების პოსტ-საბჭოთა ბიზნესის დაუნდობელი წესების გამოყენებით მთლიანად მოსპო, მოაშთო პოლიტიკური პროცესი
ივანიშვილმა ფილიგრანულად იმუშავა, რათა მოწინააღმდეგეთა ყველა უპირობო ნაკლი სრული სისავსით წარედგინა საზოგადოებისთვის და ხალხისთვის დანარჩენებთან შედარებით საკუთარი გუნდის უპირატესობებისთვის გაესვა ხაზი. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი, რომელსაც ხან იდიოტად მოიხსენიებდნენ, ხან „სოფლელსა და ჩამოთრეულს“ უწოდებდნენ, გენიალური ტაქტიკოსი, ბრწყინვალე მოთამაშე ყოფილა.
აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი, რომელსაც ხან იდიოტად მოიხსენიებდნენ, ხან „სოფლელსა და ჩამოთრეულს“ უწოდებდნენ, გენიალური ტაქტიკოსი, ბრწყინვალე მოთამაშე ყოფილა
მაგრამ, აქ ვერ დავსვამთ წერტილს. მთავარი შეკითხვა ასეთი გახლავთ - რამდენად არის დაკავშირებული ერთი მილიარდერის კეთილდღეობა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებასთან? ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ივანიშვილის წარმატება საქართველოს წარმატებას არ ნიშნავს.
ბატონ ბიძინას არ სჯერა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია ინდუსტრიულ ერად ჩამოყალიბება, რეალური ეკონომიკის შექმნა. ივანიშვილს არ სწამს სოციალური სამართლიანობის იდეის, საზოგადოების ფენებს შორის რესურსების სამართლიანი გადანაწილების შესაძლებლობის. მისთვის აბსოლუტურად ნორმალურია, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში შრომობდნენ და სხვა ქვეყნების ეკონომიკას ქმნიდნენ, შინ კი სეზონურად ბრუნდებოდნენ. მას მოსწონს უთანასწორობა და ოლიგარქიული სისტემების არსებობა.
შეიძლება, ივანიშვილს კარგი უნდა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ რაც მას სიკეთედ მიაჩნია, ის გამანადგურებელი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის.
ივანიშვილს კარგი უნდა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ რაც მას სიკეთედ მიაჩნია, ის გამანადგურებელი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის
- მრავალჯერ „შუა გაკრეფილი“ ოპოზიციისთვის საკმაოდ რთული იყო 2023 წელი. კრიტიკულ მომენტში, მხედველობაში მაქვს „რუსულ კანონად“ მიჩნეული კანონპროექტის მიღების გასაპროტესტებლად ოპოზიციამ ხალხი ვერ შეკრიბა, მაგრამ, ქუჩაში ახალგაზრდობა თვითორგანიზებით გამოვიდა.
მომხდარმა ცხადად აჩვენა, რომ საშინაო პოლიტიკაში გამოჩნდა ახალგაზრდობა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე.
როგორი იყო 2023 წლის შედეგები ოპოზიციური სპექტრისთვის?
- საქართველოს ოპოზიცია განადგურებული და ხელმოცარულია. ოპოზიციის ამგვარ ყოფას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მათ სერიოზული იდეები არ აქვთ. ყველა ძალა ერთსა და იმავე ლოზუნგებს იმეორებს.
ოპოზიციონერები ვერ მიხვდნენ, რომ ყალბი დაპირება 1000 ლარიანი პენსიის თაობაზე აღარ მუშაობს, ხალხს გამოუმუშავდა გაცვეთილი და იაფფასიანი ტყუილის უმალვე ამოცნობის უნარი. ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმვისთვის აღარც გეოპოლიტიკური პრობლემების მდარე ინტერპრეტაციები გამოდგება.
ხელისუფლების „რუსულ ოცნებად“ მოხსენიება და საკუთარი თავის რობერ შუმანად, ევროკავშირის მესაძირკვლედ გამოცხადება მამოძრავებელ იდეად არ გამოდგება. ხალხს არ სჯერა, რომ მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის მტერია, გია ბარამიძე კი სულხან-საბას ექო 21-ე საუკუნეში.
საქართველოს ოპოზიცია განადგურებული და ხელმოცარულია. ოპოზიციის ამგვარ ყოფას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მათ სერიოზული იდეები არ აქვთ. ყველა ძალა ერთსა და იმავე ლოზუნგებს იმეორებს
იდეების არარსებობის გარდა, ოპოზიციის სრულ უძლურებას მათი ტაქტიკა განაპირობებს. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ოპოზიცია სერიოზულად არასდროს არ მომზადებულა არჩევნებისთვის. მათ არ სჯერათ, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლიათ.
შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები არ აშენებენ პარტიულ ინფრასტრუქტურას, არ პასუხობენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ეკონომიკას, სასამართლო სისტემას, სოციალური დაცვის მექანიზმებს შექმნიდნენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ა.შ. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე ქუჩაში გადაიტანონ მოქმედება, შექმნან დაძაბულობის კერები, ხელი შეუწყონ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას და დაელოდონ, როდის დაუშვებს მთავრობა საბედისწერო შეცდომას, რათა ნაცემ-ნაგვემი, თვალებდათხრილი, გაუბედურებული ხალხის ბრაზის წყალობით „ქართული ოცნების“ ვერტიკალი შეარყიონ.
ივანიშვილის გუნდმა დიდი ხანია ამოიცნო ოპოზიციის „კონგენიალური“ ტაქტიკის შინაარსი. ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლება მედეგ პარტიულ და საარჩევნო ინფრასტრუქტურას აშენებს და 2019 წლის შემდეგ უკიდურესად ფრთხილობს ქუჩის დემონსტრაციების მიმდინარეობისას.
სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ხაზარაძე და მათი მიმდევრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად არ გამოდგებიან, მათ არავინ მოიხსენიებს პატიოსან და გონიერ ადამიანებად, ისინი არაფრით არიან უკეთესნი ივანიშვილის მიერ შერჩეულ გუნდზე, მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მიმართებით
ოპოზიციის სისუსტის კიდევ ერთი მიზეზი პერსონალური შემადგენლობაა. პოლიტიკური ლიდერების მორალურ და ინტელექტუალურ კაპიტალს ოპოზიციაში ყოფნის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ხაზარაძე და მათი მიმდევრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად არ გამოდგებიან, მათ არავინ მოიხსენიებს პატიოსან და გონიერ ადამიანებად, ისინი არაფრით არიან უკეთესნი ივანიშვილის მიერ შერჩეულ გუნდზე, მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მიმართებით.
- ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილოა. ხელისუფლების რეიტინგი ისეთი არაა, როგორიც ხელისუფლებას სურს, მაგრამ, მისი უახლოესი ოპონენტების რეიტინგი იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.
მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობაში“ ჯერ რღვევის პროცესები, შემდეგ ისევ გაერთიანების მცდელობები დაიწყო, სავარაუდოდ, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალის რეიტინგი ისევ დაბალია. სხვა ოპოზიციური ძალების რეიტინგი სახარბიელო ნამდვილად არაა.
მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ეს მოვლენა ხელისუფლებამ პომპეზურად იზეიმა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ნაწილში დაბნეულობა შეიმჩნევა.
სავარაუდოდ, როგორ აფასებს 2023 წელს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს საზოგადოება?
- საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა გამეფებული. ჩემი დაკვირვებით, ხალხს ყელში ამოუვიდა „ქართული ოცნების“ მმართველობა, ხალხს სურს ხელისუფლების ჩანაცვლება, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს. უიმედობა, ნიჰილიზმი წლიდან წლამდე ღრმავდება, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს - ოპოზიცია ორგანიზებას, განახლებას ვერ ახერხებს, ხელისუფლება კი კვალიფიციური კრიტიკის გარეშე არის დატოვებული.
უიმედობა, ნიჰილიზმი წლიდან წლამდე ღრმავდება, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს - ოპოზიცია ორგანიზებას, განახლებას ვერ ახერხებს, ხელისუფლება კი კვალიფიციური კრიტიკის გარეშე არის დატოვებული
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღარავის აღარ უსმენენ, აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, სულ მცირე წინააღმდეგობასაც კი დაცინვით, გარიყვით, კრიტიკოსის მასხრად აგდებით პასუხობენ. ზოგიერთი დეპუტატი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ადამიანებთან ტელეფონზე დარეკვასა და მათ დაშინებასაც არ ერიდება.
ირაკლი კობახიძის მსგავსი სუბიექტებისათვის ბოდიშის მოხდა, ელემენტარული თავაზიანობა და ზრდილობა უღირსი საქციელია. ასეთი ვითარება საშიშია ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რადგან ზედმეტი თავდაჯერებულობა, ყველა კრიტიკოსის იგნორირება დეგენერაციისა და რეპრესიების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
ხელისუფლებას თუ სურს საზოგადოებაში არსებული უმძიმესი აპათიის გაქარწყლება, დიალოგი უნდა აწარმოოს საზოგადოების იმ ფენებთან, რომლებიც მას არ ეთანხმებიან, მაგრამ ურთიერთობაში ეთიკური სტანდარტების დაცვის ძალა შესწევთ.
ხელისუფლებას თუ სურს საზოგადოებაში არსებული უმძიმესი აპათიის გაქარწყლება, დიალოგი უნდა აწარმოოს საზოგადოების იმ ფენებთან, რომლებიც მას არ ეთანხმებიან, მაგრამ ურთიერთობაში ეთიკური სტანდარტების დაცვის ძალა შესწევთ
- მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2023 წლის 15 დეკემბერს ევროკავშირის სტატუსი მიიღო, ყველამ ცალსახად აღიარა, რომ ევროპამ საქართველოსთან მიმართებაში ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილების მიღებისას არაერთგზის განაცხადეს, რომ ევროპამ, „გეოპოლიტიკური,“ და „სტრატეგიული“ გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილების მიღწევას წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის აქამდე არნახული ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები და შესაბამისი განწყობები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ცუდი ურთიერთობაა, საქართველო მუდმივად იღებს მონაწილეობას რამშტაინის შეხვედრებში. ასევე მეტ-ნაკლები წარმატებით ურთიერთობს ნატოს სტრუქტურებთან.
როგორ შეაფასებდით 2023 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შედეგებს?
- 2023 წელი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით უმძიმესი წელი გახლდათ. ხელისუფლებამ სარისკო თამაში წამოიწყო. მთავრობამ თავიდან იზოლაციონიზმის პოლიტიკა აირჩია და ევროკავშირის ლიდერებთან ყველა ხიდის დაწვა სცადა, საქმე მხოლოდ დასავლეთის მთავარ კრიტიკოსებთან, რუსეთთან დაახლოებულ ლიდერებთან დაიჭირა. ორბანთან და სისთან ფლირტის, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკა შეიძლება ძალიან ცუდად დასრულებულიყო საქართველოსთვის, მაგრამ დასავლური სამყაროსგან საბოლოოდ განაპირებას გადავურჩით და კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ.
ორბანთან და სისთან ფლირტის, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკა შეიძლება ძალიან ცუდად დასრულებულიყო საქართველოსთვის, მაგრამ დასავლური სამყაროსგან საბოლოოდ განაპირებას გადავურჩით და კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ
ცხადია, კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი მიუძღვით საჯარო მოხელეებსა და ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელთან მწვავე კონფლიქტის დარეგულირებას ესწრაფოდნენ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, კანდიდატის სტატუსს ვერ მოვიპოვებდით, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა. ტრაგიკული ბედი აქვს ამ ერს - მათ უნდოდათ მშვიდად ცხოვრება, გონიერი ხელისუფლება, კეთილგანწყობილი მეზობელი...
საუბედუროდ, ომში ცხოვრობენ, არასერიოზული ჩინოვნიკები და ოლიგარქები ჰყავთ ხელისუფლებაში, უბნელეს იმპერიას ემეზობლებიან. უპირველეს ყოვლისა, მათმა ტანჯვამ და განსაცდელმა გაგვიხსნა გზა და მადლობა უნდა ვუთხრათ ამ მებრძოლ, ბედისგან დაჩაგრულ და სისხლმდინარე ხალხს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, კანდიდატის სტატუსს ვერ მოვიპოვებდით, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა... უპირველეს ყოვლისა, მათმა ტანჯვამ და განსაცდელმა გაგვიხსნა გზა და მადლობა უნდა ვუთხრათ ამ მებრძოლ, ბედისგან დაჩაგრულ და სისხლმდინარე ხალხს
- 15 დეკემბრის შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა რაც შეიძლება მალე დაიწყოს ბრიუსელთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
მაგრამ, მანამდე ის 9 რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი, რომელიც ევროკომისიამ სტატუსის მონიჭებისას განგვისაზღვრა.
ხელისუფლების მტკიცებით, მას შემუშავებული აქვს, ევროპასთან დასაახლოებლად სამუშაო გეგმა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან და ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები აქვს. ხელისუფლების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათი შესრულება აშკარად პრობლემატური ჩანს.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, „ევროპულ გზის“ გასავლელად არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არანაირი გეგმა არ გააჩნია და მისი განხორციელების არც უნარი აქვს“.
მეტიც, „ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა და იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს. მათ არც ხალხის პრობლემები ესმით და არც შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა დღევანდელ დღეს გაკეთება.“
თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება ევროპული რეკომენდაციების შესრულებას“?
- ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იციან, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების სრულმა იგნორირებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მათ საშინაო თუ საგარეო ავტორიტეტს. აქედან გამომდინარე, ისინი კვლავ ნელთბილ პოზიციას აირჩევენ. მაშასადამე, რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებენ.
კიდევ ერთხელ მოვიხმოთ მაგალითი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან. მე მყავს სტუდენტები, რომლებსაც ჩემი საგანი არ აინტერესებთ, მაგრამ იციან, რომ თუ გამოცდაზე ჩაიჭრებიან შეიძლება სემესტრი დაემატოთ. ამიტომ მხოლოდ იმდენს შრომობენ, რამდენიც 100-დან 51 ქულის მისაღებად არის აუცილებელი.
ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იციან, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების სრულმა იგნორირებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მათ საშინაო თუ საგარეო ავტორიტეტს. აქედან გამომდინარე, ისინი კვლავ ნელთბილ პოზიციას აირჩევენ. მაშასადამე, რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებენ
ასეთ შემთხვევაში დაუსრულებლად შემიძლია მათი კრიტიკა, მათ მიერ შეუსრულებელ დავალებებზე საუბარი, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე მსჯელობა, მაგრამ ასეთ სტუდენტებს საგანი მაინც ჩაბარებულად ეთვლებათ, რადგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს.
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, „ერთადერთი, რისი იმედიც ახლა ჩვენ შეიძლება გვქონდეს, ეს არის ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა. ეს კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ცხადი გახდება, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა კოლაფსისთვის არის განწირული.“
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კლასი შეიქმნას, რომელიც შეძლებს ქვეყნის ევროპულ გზაზე შეუქცევადად წაყვანას?
- საუბედუროდ, დღევანდელი გადმოსახედიდან ახალი პოლიტიკური კლასის შექმნის ალბათობა მიზერულია. ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა აუცილებელი. დიდი ფულის, კარგად გამართული მედია პლატფორმისა და მთელ საქართველოში დაქსელილი ორგანიზაციული სტრუქტურების გარეშე ალტერნატივის შექმნა გამორიცხულია. აუცილებელია დიდი ადამიანური რესურსიც.
ასობით კვალიფიციურმა ადამიანმა უარი უნდა თქვას თავის ყველა სხვა საქმეზე და რამდენიმე წლით მხოლოდ პოლიტიკურ მუშაობას უნდა მიუძღვნას თავი, რათა ახალი კლასის ჩამოყალიბება მოხერხდეს.
საუბედუროდ, დღევანდელი გადმოსახედიდან ახალი პოლიტიკური კლასის შექმნის ალბათობა მიზერულია. ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა აუცილებელი. დიდი ფულის, კარგად გამართული მედია პლატფორმისა და მთელ საქართველოში დაქსელილი ორგანიზაციული სტრუქტურების გარეშე ალტერნატივის შექმნა გამორიცხულია. აუცილებელია დიდი ადამიანური რესურსიც
დღეს ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე სხვა ოლიგარქის გარდა არავის აქვს საშუალება პოლიტიკური კლასის განახლებას შეუწყოს ხელი. ოლიგარქებს კი არსებული „სტატუს-კვოს“ შეცვლა არ აწყობთ, ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან არსებული სიტუაციით ან ვითარების შესაცვლელად განსაკუთრებული ძალისხმევის გაღებას არ აპირებენ.
- 2024 წელს რა გავლენა ექნება ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებს და იმ პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპასა და ამერიკაში?
- 2024 წელი უმძიმესი წელი იქნება სამყაროსთვის, რადგან ბოლო არ უჩანს ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე სამხედრო-შეიარაღებულ დაპირისპირებებს. დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ მომავალ წელს მოსალოდნელ მოვლენებზე, ამიტომ თქვენი ნებართვით მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას.
მომავალი წლის გაზაფხულზე რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რადგან ყველამ წინასწარ ვიცით ამ კენჭისყრაში გამარჯვებულის ვინაობა, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტს ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა არ ექნება. პუტინს არჩევნებზე აბსოლუტური ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად, მოსახლეობის მობილიზებისთვის ფრონტზე მნიშვნელოვანი წინსვლა სჭირდება.
აქედან გამომდინარე, პუტინს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო-შეიარაღებული ძალების იერიში უკრაინის მხარეზე.
პუტინს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო-შეიარაღებული ძალების იერიში უკრაინის მხარეზე
ჩვენ ყველა ვაკვირდებით, თუ როგორ „დაიღალნენ“ ომისგან ევროპული საზოგადოებები, რამდენად კრიტიკულად არის განწყობილი ევროპელ მოქალაქეთა ნაწილი უკრაინის სამხედრო დახმარების დაუსრულებლად გაგრძელების მიმართ, ვხედავთ ამერიკელი რესპუბლიკელების საბიუჯეტო საბოტაჟს უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით.
სამხედრო ექსპერტები ღიად საუბრობენ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის თაობაზე, იმატებს დაძაბულობა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებს შორის. აღნიშნული გარემოებები მხოლოდ პუტინის წინასაარჩევნო გეგმების წისქვილზე ასხამენ წყალს. მისი გაძლიერება კი უკიდურესად საშიშია რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის.
გარდა ამისა, მომავალი წლის ნოემბერში დაგეგმილია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვების სერიოზული შანსები აქვს ექს-პრეზიდენტ ტრამპს. ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს მეტ კონფლიქტს აშშ-სა და ევროპას შორის, უკრაინის ნაკლებ მხარდაჭერას, ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეცდება სწრაფი პასუხები მოითხოვოს რუსეთისგან საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო. მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებული შეერთებული შტატები კიდევ უფრო დაამძიმებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში.
ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს მეტ კონფლიქტს აშშ-სა და ევროპას შორის, უკრაინის ნაკლებ მხარდაჭერას, ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეცდება სწრაფი პასუხები მოითხოვოს რუსეთისგან საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო. მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებული შეერთებული შტატები კიდევ უფრო დაამძიმებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში
საქართველოს მომავალ წელსაც დანის პირზე სიარული მოუწევს.
- რა ამოცანების აქვს გადასაწყვეტი ოპოზიციას, რომ 2024 წლის არჩევნები მათთვის წარმატებული აღმოჩნდეს?
- საქართველოს ოპოზიციის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის არჩევნები წარმატებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღმოჩნდება. ისინი უშანსოდ არიან.
საქართველოს ოპოზიციის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის არჩევნები წარმატებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღმოჩნდება. ისინი უშანსოდ არიან
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკური ტრადიცია თუ კანონზომიერება ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ყველაზე მყარი წესი ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდება. ჩვენს ქვეყანაში მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მარცხდება, თუ სახელისუფლებო ვერტიკალის რომელიმე სერიოზული, გავლენიანი წარმომადგენელი თავისი რესურსებით ოპოზიციაში ინაცვლებს და დაქუცმაცებული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ახერხებს.
გამსახურდიას მთავრობის დანაშაულებრივი დამხობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მინისტრთა კაბინეტის წევრები ოპოზიციას შეუერთდნენ, შევარდნაძე მხოლოდ მას შემდეგ გადააყენეს, რაც მის მიერ დაფრთიანებული „რეფორმატორები“ ქუჩაში გავიდნენ; ივანიშვილიც ოდესღაც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი იყო... დღესაც ოპოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს წარმატების შანსი, თუ კახა კალაძის რანგის ფიგურა დატოვებს „ქართულ ოცნებას“ და დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს.
ივანიშვილსა და კალაძეს შორის დაძაბულობა ყოველთვის არსებობდა. შეუძლებელია ივანიშვილი აღფრთოვანებული იყოს, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი სოციალური და ფინანსური კაპიტალის მქონე ამბიციური ლიდერი საქმიანობს, მას ხომ მამუკა ბახტაძესავით ვერ მოექცევა?! მიუხედავად ამგვარი დაძაბულობისა, დღეს არანაირი ნიშნები არ იკვეთება იმისა, რომ კალაძე ოპოზიციონერობას ცდის.
- უკვე ცხადად ჩანს, რომ 2024 წელი რთული იქნება, რადგან ქვეყანას ჩასატარებელი აქვს საპარლამენტო არჩევნები, რომლის ევროპული სტანდარტებით ჩატარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის ევროპული მომავალი.
ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე რა ამოცანების წინაშე იდგება 2024 წლის არჩევნებზე მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი?
- 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, თუ პარლამენტში „ნაცებისა“ და „ქოცების“ გარდა ადგილის მოპოვებას შეძლებდნენ ამ ორივე ძალისგან მეტ-ნაკლებად თანაბრად დისტანცირებული პარტიები.
2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, თუ პარლამენტში „ნაცებისა“ და „ქოცების“ გარდა ადგილის მოპოვებას შეძლებდნენ ამ ორივე ძალისგან მეტ-ნაკლებად თანაბრად დისტანცირებული პარტიები
შეიძლება, ჩემი მოსაზრებები ძალიან პესიმისტურად ჟღერს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ შექსპირის 66-ე სონატის თაბუკაშვილისეული თარგმანი:
„ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.“
როგორი პესიმისტურიც არ უნდა იყოს განწყობა, როგორი დაღლილნიც არ უნდა ვიყოთ, გაქცევისა და „სატრფოს“ ობლად დატოვების უფლება მაინც არ გვაქვს.
თუ ამას ვაცნობიერებთ, მაშასადამე, ნებისმიერი განსაცდელის გადალახვისთვის ბრძოლა ღირს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი