კომპანია „ბალანსმა“ დისტრიბუციის ახალი აპლიკაცია შექმნა

„ბალანსს“ თქვენთვის სიახლე აქვს - პროგრამაში დისტრიბუციის მოდული დაემატა. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ახალი დისტრიბუციის მოდული, რა პროცესების გამარტივებაში გეხმარებათ და წარმოგიდგენთ ახალ დისტრიბუციის აპლიკაციას - MARDI.

ფუნქციონალის შექმნის მთავარი მიზანი დისტრიბუციასთან დაკავშირებული პროცესების გამარტივება და ოპტიმიზაციაა, რაც გულისხმობს ნაშთების კონტროლს, შეკვეთების გაფორმებას, დისტრიბუციის ზედნადებების გაწერას და ა.შ.

გაინტერესებს რას შეძლებ ბალანსის დისტრიბუციის მოდულში?

  • ბორტზე ნაშთების კონტროლს
  • მყიდველების აღრიცხვას ბიზნეს რეგიონების მიხედვით
  • მყიდველების დავალიანების აღრიცხვას ცენტრალური ფილიალის ჭრილში
  • მყიდველის შეკვეთების ერთიანი დამუშავება
  • მყიდველისგან უკან დაბრუნებების გაფორმებას
  • სავაჭრო წარმომადგენლების (პრისელერების) აღრიცხვას

ცოტა უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ ფუნქციონალი, გამოვყავით ოთხი ყველაზე გავრცელებული საჭიროება, რაც ბიზნესებს აქვთ ხოლმე

საქონელი სადისტრიბუციოდ

დისტრიბუციის მოდულში განთავსებულია ახალი დოკუმენტი „საქონელი სადისტრიბუციოდ“, რომლის საფუძველზეც გამოიწერება დისტრიბუციის ზედნადები

  • დოკუმენტის შევსება ნაშთებით ან საქონლის გადაადგილების დოკუმენტით
  • დისტრიბუციის ზედნადების გამოწერა
  • ქვე-ზედნადებების გაწერა
  • მარაგის ნაშთების კონტროლი ქვე-ზედნადების გაწერისას

ბორტის ტიპის საწყობი

  • სატრანსპორტო საშუალების მითითება
  • მძღოლის მითითება
  • საქონელი სადისტრიბუციოდ - დისტრიბუციის ზედნადები - რეალიზაციის დოკუმენტი - ქვე-ზედნადები

ბიზნეს რეგიონების მიხედვით აღრიცხვა:

  • ბიზნეს რეგიონების ცნობარი
  • ბიზნეს რეგიონი მიეთითება მყიდველის ბარათზე
  • ქვე-რეგიონების დამატება
  • რეპორტები ბიზნეს რეგიონების ჭრილში
  • მყიდველის ბარათზე სათავო მყიდველის მითითება
  • რეპორტები სათავო მყიდველის მიხედვით

შეკვეთების დამუშავება

  • შეკვეთების საფუძველზე რეალიზაციების ერთიანად შექმნა
  • შეკვეთების სტატუსი: ღია, ნაწილობრივ მიწოდებული და დახურული
  • შეკვეთების გაფილტვრა: სავაჭრო წარმომადგენლით, საწყობით, ბიზნეს რეგიონით
  • სასაქონლო ზედნადებების ავტომატური შექმნა

უკან დაბრუნებები:

  • უკან დაბრუნების დამხმარე
  • პერიოდის მითითება - რა პერიოდის რეალიზაციებიდან უნდა დაბრუნდეს პროდუქცია
  • უკან დაბრუნების მეთოდი: FIFO/LIFO
  • უკან დასაბრუნებელი პროდუქციის რეალიზაციების ავტომატური ძიება
  • საფუძვლის გარეშე უკან დაბრუნების გაფორმება
  • რეალიზაციის კორექტირების ავტომატური შექმნა

თუ გაინტერესებს, როგორ გამოიყენო დისტრიბუციის მოდული და აპლიკაცია, ბალანსის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ!

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 596 105 890

ან გვესტუმრეთ საიტზე: https://balance.ge/productlist

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია