საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi  2024“ გაიმართება

2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო პრესტიჟული ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ გაიმართება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასშტაბურ ღონისძიებას 250-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

„2023 წელს თბილისმა discover Georgia powered by m&i ფორუმს უმასპინძლა, სადაც საერთაშორისო გაყიდვების 60-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.

მიზნობრივ ქვეყნებში, საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში, კონფერენციასა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა.

საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, კვიპროსში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ტაილანდში პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები გაიმართა. საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები B2B ფორმატის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდნენ.

2023 წელს ოსლოში გამართულ m&i ფორუმზე, საქართველო სერვისების მიმწოდებელ 180 კომპანიას შორის საუკეთესოდ დასახელდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად