მამუკა ხაზარაძე - გახარიამ კეთილი ინებოს და კითხვებს პასუხი გასცეს, თქვენ მუქარის წერილი სასიყვარულო ხომ არ გგონიათ? - ეს არის კრიმინალური წერილი

გიორგი გახარიასთან არანაირი საერთო არ გვაქვს. გახარია ჩემთვის არის წარსულის პოლიტიკოსი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

შესაბამისი განცხადებით ხაზარაძემ 2024 წლის არჩევნებში პარტიასთან „საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ადამიანს, როდესაც პრეტენზია აქვს, რომ ისევ პოლიტიკაში იყოს, კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.

მისივე თქმით, მომავალი არ არსებობს, თუ არ არსებობს ნათელი და ხალხისთვის გასაგები წარსული.

„რამდენიმე მაგალითი დამისახელეთ თუ რა გააკეთა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ან გავრილოვის ღამეს რა გაკეთდა ქვეყანაში, როცა ქვეყანა დაარბია და შემდეგ დააწინაურეს. რომელ ქვეყანაში ხდება, როდესაც შსს მინისტრი თავის მოსახლეობას არბევს, ბავშვებს თვალებს თხრის და მას აწინაურებ პრემიერ-მინისტრად? ეს რა ფენომენია?

შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ხარ და კრიმინალურ წერილს აგზავნი, ეს არაფერი არ არის? მექანიკურად ვერავისთან გავერთიანდებით. სანამ გახარია არ იტყვის რატომ დაწინაურდა, როცა დაარბია ქართველი ხალხი, რატომ დაწინაურდა, როცა ჩვენზე კრიმინალური საქმე დაიწყო და ამის მთავარი ფიგურანტი იყო, რატომ ჩააგდო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ადამიანს, როდესაც პრეტენზია აქვს, რომ ისევ პოლიტიკაში იყოს, კეთილი ინებოს და ამ კითხვებს პასუხი გასცეს. მომავალი არ არსებობს, თუ არ არსებობს ნათელი და ხალხისთვის გასაგები წარსული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, გაერთიანება უნდა მოხდეს ჯანსაღ, იდეურ და ნორმალურ ურთიერთობაზე.

„ეს პოზიცია არ შეიცვლება და ჩემგან ნუ ითხოვთ ნაბიჯის გადადგმას. მოსთხოვეთ მას, ვისაც პასუხი აქვს გასაცემი ამ საკითხებზე. გაერთიანება უნდა მოხდეს ჯანსაღ, იდეურ და ნორმალურ ურთიერთობაზე. ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ჩვენ არ შევცვლით.

3 წელი ქვეყნიდან არ გავსულვარ და სასამართლოებში დავდიოდი. ამ კორუმპირებულ სასამართლოს გავეცი მე პასუხი. მე პასუხებს ვცემ ჩემ ყველა ნამოქმედარზე. მე არსად გავქცეულვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები ჩემს პარტიასთან ერთად“,- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რატომ აქვს „ლელოს“ პოლიტიკური ანტიპათია გიორგი გახარიასთან, ხაზარაძე პასუხობს, რომ ანტიპათია ადამიანების მიმართ არ აქვს და დასძენს, „მე ვსაუბრობ სახელმწიფო მიდგომებზე, ადამიანების მიმართ ანტიპათიები არ მაქვს. სახელმწიფო თემებში, რა თქმა უნდა, მაქვს კითხვები“.

ამასთან, ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კრიმინალური წერილი იყო.

"თქვენ ეს წერილი სასიყვარულო წერილი ხომ არ გგონიათ? ეს არის კრიმინალური წერილი", - განაცხადა ხაზარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით