გიგი წერეთელი ბიჭვინთის საკითხზე - რუსეთთან დათმობის პოლიტიკა ნიშნავს მეტ ანექსიას და დიდ საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის იჯარით გადაცემას ეხმაურება.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლება გაუგებარ და მიუღებელ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ასეთ შედეგებამდე მივყავართ.

„პუტინისთვის ბიჭვინთის, ანუ საქართველოს ტერიტორიების გადაცემის საკითხი უკვე წელიწადზე მეტია აქტიური განხილვის და მძაფრი დისკუსიების საგანია თავად აფხაზეთში, თუმცა ხელისუფლების მხრიდან საშინაო თუ საგარეო მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობა არ გვინახავს, სადაც პრინციპულად და მკაცრად იქნებოდა გამოხატული პოზიცია. ჩემი აზრით, ეს საკითხი არაერთხელ უნდა დამდგარიყო საერთაშორისო არენაზე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მკაფიო და ნეგატიური მაგალითი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი არალეგიტიმურია და არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მაინც ძალიან ნეგატიური პრეცედენტია. იმედია, აუცილებლად ოკუპანტებიც და მისი მხარდამჭერებიც ამგვარ დანაშაულზე სათანადო პასუხს აგებენ.

რეალობა ასეთია, რომ რუსეთთან განგრძობითი დათმობის პოლიტიკას მოაქვს მხოლოდ მეტი ანექსია, მეტი დისკრიმინაცია იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის და მეტი საფრთხე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის",- განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე