უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აჭარბებს

უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 116 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, ლვოვის ოლქში 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი - დაშავდა.

ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. დაშავებულებს შორის არის ორ წლამდე ასაკის ბავშვი. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის თქმით, რუსების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20-ზე მეტია. დაშავებულებს შორის 2 ბავშვი და ორსული ქალია.

ხარკოვის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ზაპოროჟიეს სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ცნობით კი რუსების თავდასხმას ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი, თორმეტია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო