2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიები  უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმებზე გამართა

საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების გვერდსა და დაჯავშნის გლობალურ პლატფორმებზე: Bloomberg, Expedia, Skyscanner საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლები, სტატიები, ბანერები და ფოტოკოლაჟი გავრცელდა. მარკეტინგული კამპანიები მოიცავდა სოციალურ ქსელებს: (Facebook, Twitter, Instagram, TikTok, Youtube)

„2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ITB ბერლინის გამოფენის 100 ათასამდე ვიზიტორი გაეცნო.

ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობასთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გაიმართა გერმანიაში, რაც სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მოიცავდა: გერმანულ გამოცემებში საქართველოს შესახებ ინფორმაცია განთავსდა, მოეწყო პრეს და გაცნობითი ტურები გერმანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტებისა და ინფლუენსერებისთვის. გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა პრეზენტაციები და შეხვედრები B2B ფორმატში.

საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ ლონდონის, ვარშავის, პარიზის, ჰელსინკის, მილანის, დუბაის, რიგის, თელ-ავივის, მადრიდისა და ბერლინის გამოფენაზე.

ევროპის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია ჩაატარა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი გამოცემის Khaleej Times საშუალებით. გამოცემა ფარავს შემდეგ ქვეყნებს: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კატარი და საუდის არაბეთი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა