შალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოება კონსოლიდირებული იყოს და ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი

ოპოზიცია აბსოლუტურად მარცხის ზოლზეა - ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს რომ ნებისმიერ დესტრუქციას პასუხი გასცეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია განადგურებულია.

„ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ ერთი მხრივ, ხედავდით, რომ იყო მცდელობები, რომ იქნებ რაიმენაირად ბარიერი დაწეულიყო, რომ შანსი ჰქონოდათ პარლამენტში შესვლის. ვინაიდან ოპოზიცია აბსოლუტურად მარცხის ზოლზეა, რისკია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს სხვა მეთოდების გამოყენებას, მათ შორის, აქედანვე ვხედავთ, რომ არის მცდელობა, მომავალი არჩევნების დისკრედიტირების. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია არაიმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს რომ ნებისმიერ დესტრუქციას პასუხი გასცეს. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ამ დროს, როდესაც არჩევნები ჩავლილი იქნება, ქართულმა საზოგადოებამ ისევე აღნიშნოს ახალი წელი წარმატებით და ოპტიმისტურად, როგორც ამ ახალ წელს აღვნიშნავთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა