შალვა პაპუაშვილი - თუ არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიასა და პოლიტიკაში რატომ დაბრუნდა?! - თავად ამ ნაბიჯს შემოაქვს სიცხადე, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა

თუ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიასა და პოლიტიკაში რატომ დაბრუნდა?! თავად ამ ნაბიჯს სიცხადე შემოაქვს, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას შემოაქვს სიცხადე, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა.

ბიძინა ივანიშვილმა რაც საჭიროდ ჩათვალა, ის თქვა. მე მგონი აქ დეტალიზება არ არის საჭირო. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, არა, რა თქმა უნდა. რჩევა, კონსულტაცია, ასეთი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ არის არაფორმალური მმართველობა. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიასა და პოლიტიკაში რატომ დაბრუნდა?! თავად ამ ნაბიჯს სიცხადე შემოაქვს, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მას მმართველობით პოლიტიკურ ფუნქციაში უნდოდა რომ შესულიყო, ის დაბრუნდა პოლიტიკაში და არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილების უკან დგას „ქართული ოცნების“ მმართველი რგოლი, თითოეული წევრი, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა. თითოეული გადაწყვეტილების და სიტყვის უკან ვდგავართ ჩვენ და ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა კონსულტაციები იყო ბიძინა ივანიშვილთან. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს სწორი. ამაში დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება იმით, რომ ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დავისახეთ. ყველაფერი ეს განხორციელდა ქართველ ხალხთან ერთად და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა გადაწყვეტილების, კომენტარის და სიტყვის უკან დგას „ქართული ოცნების“ გუნდი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა