ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმებს განაგრძობს

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმებს განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ავიჩაი ადრეი ავრცელებს.

„გუშინ ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით ტერორისტული „ჰეზბოლას“ მიერ გასროლილი რაკეტების დაახლოებით, 80% ლიბანის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა“, - წერს ადრეი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ავიჩაი ადრეიმ აღნიშნა, რომ ისრაელის არმია „ჰეზბოლას“ თავდასხმებს პასუხობს.

„ეს საერთაშორისო რეზოლუცია 1701-ს არღვევს და „ჰამასის“, ბავშვების მკვლელებისა და ქალებზე მოძალადეების მხარდაჭერად, ლიბანელების მძევლებად გამოყენებას აგრძელებს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა სპიკერმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს