გიორგი ბარამიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, ოლიგარქი იძულებული გახდა უკვე ღია თამაში დაეწყო, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, როგორც არასდროს, ისეა დაუყოვნებლივ განსახორციელებელი

რუსი ოლიგარქი იძულებული გახდა უკვე ღია თამაში დაეწყო. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ქართველ ხალხთან ერთად ოლიგარქი აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა და თავი კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

ბარამიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, „ღია თამაში დაეწყო“.

„ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მინდა ქართველ ხალხს დამდეგი შობა ახალი წელი მივულოცო და საქართველოს მალე გამთლიანება, მშვიდობა, კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, იმ წლის ბოლოს გამარჯვება ვუსურვო, როგორც ამ რეჟიმისგან გათავისუფლების საქმეში, ისე ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების სახით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა, იმის მიზეზი გახდა, რომ ოლიგარქმა, აი, ამ აფერისტმა კაცმა აუცილებლად ჩათვალა, რომ კვლავ გამოეყო თავი და ღიად დაეფიქსირებინა თავი პოლიტიკაში, საიდანაც არსად წასულა. ეს ძალიან კარგად ვიცოდით მიუხედავად იმისა, რომ მისი “ბანდის” წევრები უტიფრად იტყუებოდნენ, თითქოს, ის არაფერ შუაში არის, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში და ამ “ბანდის” მართვაში. ძალიან კარგად დავინახეთ, სიმართლე რაც არის, ამ შეშინებულმა ადამიანმა, გააცნობიერა, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჭიდაობა მოუგო და დაინახა, რომ მისი რეჟიმის დრო გავიდა, ახლა კი მას ძალიან გაუჭირდება კვლავ მოატყუოს ქართველი ხალხი, კვლავ გააცუროს და კვლავ შეეცადოს ხელისუფლებაში დარჩეს, რათა ქართველი ხალხის, ქართული ბიუჯეტის და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გამოხრა განაგრძოს და მის ხარჯზე მისი “ბანდისა”, მის გარშემო შემოკრებილი რამდენიმე ასეული ოჯახის, ხალხის ხარჯზე გამდიდრება .ამიტომ, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, რა თქმა უნდა, ოლიგარქი იძულებული გახდა უკვე ღია თამაში დაეწყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ რუსი ოლიგარქის ერთადერთი საპირწონე, შესაბამისი წონისა და კალიბრის მქონე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მთელ ქართველ ხალხთან ერთად, აიძულა ოლიგარქი ეს ნაბიჯი გადაედგა და თავი კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის, როგორც არასდროს დაუყოვნებლივ განსახორციელებელი და ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ქართველ ხალხს საშუალება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად მშვიდობიან და მეტ-ნაკლებად მაინც სამართლიან საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

დღეს, როგორც არასდროს კიდევ ერთხელ გახდა მკაფიო და ნათელი, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის აუცილებელი. სწორედ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე და მას საშუალება უნდა ჰქონდეს მის გუნდთან - “ნაციონალური მოძრაობასთან” და გამარჯვების კოალიციასთან ერთად ებრძოლოს რუს ოლიგარქს.

ოლიგარქი ვეღარ შეძლებს ქართველი ხალხის მოტყუებას ,ვეღარ შეძლებს ქართველი ხალხის გაცურებას. ოლიგარქი და მისი “რუსული რეჟიმი”აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში