რომან გოცირიძე - ჩამოშორდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურის იარლიყი? -  არა, რა თქმა უნდა - მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში, ესღა გვაკლდა

მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში. ესღა გვაკლდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩევას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალურის იარლიყი“ არ ჩამოშორებია.

ბიძინა ივანიშვილის “მრჩევლის” სტატუსით მოვლინებამ არაფორმალური, ოლიგარქიულ მმართველობა გახადა თუ არა მხოლოდ ოლიგარქიული, ჩამოშორდა თუ არა მას არაფორმალურის იარლიყი? არა, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, მას არ უჭირავს პარტიაში არავითარი პოსტი, იგი არ არის გადაწყვეტილების მიმღები ოფიციალური პირი. მეორეც, სულაც პარტიის თავმჯდომარე რომ იყოს, მას არ აქვს უფლება ჩაერიოს საკონსტიტუციო ორგანოების ყოველდღიურ მუშაობაში. ასე რომ, ნუ შევუწყობთ ხელს მის ლეგიტიმიზაციას იმის ტირაჟირებით, რომ იგი თურმე ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში.

მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში. ესღა გვაკლდა“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, 30 დეკემბერს "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა