რობინ დანიგანი - კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველებს უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება - გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს

შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

ელჩმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.

„გილოცავთ ახალ წელს. აშშ-ის საელჩოს გუნდის სახელით, მინდა ყველა ქართველს ბედნიერი დღესასწაული ვუსურვო. აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ამაყი ვართ იმით, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის და ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას და განსაკუთრებით კი არაჩეულებრივ და თბილ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართელებს ის უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ახლობლებს ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობითა და ბედნიერებით სავსეს“, - აღნიშნა ელჩმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია