რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას მარტიდან ნაწილობრივ შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას საჰაერო და საზღვაო საზღვრებით შეუერთდებიან.

ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, მიღწეულია შეთანხმება რუმინეთთან და ბულგარეთთან 2024 წლის მარტიდან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შესახებ.

სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულს ისტორიული მომენტი უწოდა.

„დღეს ისტორიული მომენტია ბულგარეთისა და რუმინეთისთვის… და დიდი სიამაყის დღე რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის. მარტის მდგომარეობით ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაკვეთონ შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრები სასაზღვრო კონტროლის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად შენგენის ზონისთვის. ვულოცავ ბულგარეთს და რუმინეთს“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წელს გახდნენ. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს პოზიცია შეცვალა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა