ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება - პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან და დემოკრატიასთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება და ბევრმა უკრაინელმა დაკარგა ეგზისტენციალური საფრთხის შეგრძნება.

ზელენსკის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერით რუსული აგრესიისგან საკუთარ თავს იცავს და თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი დასავლეთს დაუპირისპირდება.

"პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია. ის გრძნობს სისხლს, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, შესაძლოა, უკრაინამ გასულ წელს ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორსაც მისგან მოელოდნენ, თუმცა არასწორია მოსაზრება, თითქოს ომში რუსეთი იმარჯვებს, რადგან რუსეთი ძალიან მძიმე დანაკარგებს განიცდის.

„შესაძლოა, 2023 წელს ვერ მივაღწიეთ წარმატებას ისე, როგორც მსოფლიოს სურდა. შესაძლოა ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ვიღაცას წარმოედგინა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, მოსაზრება, თითქოს რუსული ძალები იმარჯვებენ სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ განცდა, რადგან რუსები განიცდიან დიდ დანაკარგებს ისეთ ადგილებშიც, როგორიც ავდიივკაა.

„ათასობით, ათასობით მოკლული რუსი ჯარისკაცი, არც კი გაუყვანიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული საზოგადოებისა და მსოფლიოს მობილიზაცია, რომელიც ომის დასაწყისში იყო, დღეს არ არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.

"მობილიზაცია არ არის მხოლოდ ფრონტზე ჯარისკაცების გაგზავნა. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მთელი ძალისხმევის მობილიზება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია, რისი გაკეთებაც უკრაინელს ახლა შეუძლია, არის უკრაინაში ყოფნა, დასავლელი პარტნიორებისთვის კი - უკრაინასთან ყოფნა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში