ხარკოვში, რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სკოლის შენობა განადგურდა

ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სკოლის შენობა განადგურდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების რაკეტა ორსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ მიმდებარე რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაამსხვრია.

თავდასხმის ადგილზე მისულმა მაშველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ რუსულმა რაკეტამ, სავარაუდოდ, წყლის მიწისქვეშა მილები დააზიანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს