გია ვოლსკი - ივანიშვილი არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, წერტილი

გადამწყვეტი წელია, არჩევნები მოდის და აქ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის - ივანიშვილი არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, წერტილი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიცია ხავსს ეჭიდება, როცა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს, რომელიც მან "ადამიანურ სისუსტეებზე" გააკეთა.

"ფაქტია, საზოგადოების დიდ ნაწილს, მხარდამჭერები მყავს მხედველობაში და არა მხოლოდ, საკმაოდ პოზიტიურად ეჩვენა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, ეს არის 2024 წელი, გადამწყვეტი წელი, არჩევნები მოდის და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის, აქ არის გასათვალისწინებელი. გარდა ამისა, ოპოზიცია საკმაოდ მოშლილი, მორყეულია და არანაირად არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით აგრესიული გახდება მათი ქმედებებიც, საბოტაჟიც უფრო დახვეწილ ფორმებს მიიღებს. არასდროს არანაირი სანქცია არ ყოფილა ივანიშვილის გადაწყვეტილებისთვის ფაქტორი. თუმცა, ასეთი მცდელობები ჩვენი აზრით არსებობდა, თუნდაც, შვეიცარიული ბანკის პრობლემასთან დაკავშირებით კარგად გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და სწორადაც განაცხადა, რომ არსებობს ადამიანური სისუსტეები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ კრიტიკულ ვითარებაში, როცა წინასაარჩევნო პერიოდია, მსოფლიოში ასეთი პროცესები მიდის და რასაკვირველია წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა დაშვებულ იქნას რაღაც ისეთი, რომელიც გუნდს არ ახასიათებდა არასდროს, არ ახასიათებს და არც მომავალში უნდა ახასიათებდეს. ამაზე ილაპარაკა გარკვევით და არ მგონია, ამაში რაიმე ოპოზიციისთვის გადაგდებული რაიმე მაშველი რგოლი არსებობდეს. ოპოზიცია ეპოტინება ხავსს და ხავსიც კი აღარ შერჩა იმ ლოდებს, რომელიც საკმაოდ რთული, მოუხერხებელია ჩამოსაკიდებლად და გასამყარებლად საკუთარი პოზიციის. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ეს არის მთავარი ამოცანა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, სრული წერტილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ შეიცვლება პრემიერ-მინისტრი და ან ხომ არ იქნება რაიმე ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის და "შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში" მედიაში არსებული ტრადიციაა.

"ცვლილებები გათვალისწინებული არ არის. პრინციპში მოვდივართ კარგად ამ ურთულეს ვითარებაში, შედარებითია ყველაფერი და ბიძინა ივანიშვილის მოსვლა "ქართული ოცნების" გუნდის კონსოლიდაციას გულისხმობს და არა დაშლას და იქ ისეთი ცვლილებების მოხდენას, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

მე არ ჩავიდოდი ეგეთ დეტალებში, მთავრობის საქმიანობა საკმაოდ კარგად იქნა შეფასებული. შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში არის ტრადიცია, რომელიც შეინარჩუნა სამწუხაროდ, მედიის გარკვეულმა ნაწილმა", - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში