ჯონ კირბი - კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვეღარ მოხდება

სანამ აშშ-ის კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი ვერ შეძლებს კიევისთვის დახმარების მიწოდებას, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა საჭირო იარაღი მიიღონ.

“იარაღის მიწოდება, ძალაუნებურად, შეწყდება. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების დახმარების ბოლო პაკეტს, რომლის შევსების უფლებაც გვქონდა. სულ ეს არის. ჩვენ გვჭირდება დამატებითი კანონმდებლობა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად", - განმარტა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ბოლო პაკეტი, რომლის შესახებაც აშშ-მა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, უკრაინაში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდეს. ”მაგრამ ამის შემდეგ, დამატებითი დაფინანსების გარეშე, არ არსებობს სხვა ჯადოსნური ქოთანი, საიდანაც რაიმეს ამოღება იქნება შესაძლებელი”, - თქვა კირბიმ ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 27 დეკემბერს უკრაინის სამხედრო დახმარების 250 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 2023 წლის ბოლო პაკეტი იყო.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი