ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომი ისრაელის დაცემას გამოიწვევს

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც "ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა" უწოდეს ისრაელის განადგურებას გამოიწვევს.

„ჩვენ ვიცით, რომ ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ დაასრულებს სიონისტურ რეჟიმს“, - განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.

ირანში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულების დაკრძალვაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ, ვინც აფეთქებები განახორციელეს, იციან ირანის ძალა.

„ჩვენი მტრები ხედავენ ირანის ძალას და მთელმა მსოფლიომ იცის მისი ძალა და შესაძლებლობები. ჩვენი ძალები საჭირო დროსა და ადგილზე მიიღებენ გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია