პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ძალიან კარგი და დროულია ომში დაზარალებული ბავშებისთვის.

„ძალიან კარგი და დროული აქციაა მიშა სააკაშვილის ინიციატივით, რომ კონკრეტულად ირპენიდან, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქიდან ჩამოვიდნენ ბავშვები, რომლებიც დაისვენებენ, გაეცნობიან საქართველოს და ასევე მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ნახონ ღირებულებითი სხვაობა როგორი საკარმიდამო სახლი, ვენახი და მამული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და როგორი ჰქონდა მათ შორის იანუკოვიჩს, რომელიც მუზეუმად არის ქცეული - უზარმაზარი სასახლეები და რამდენიმე ათეული დახარჯული მილიონი, რადგან ასეთი ღირებულებითი სისტემა ჰქონდა იანუკოვიჩის რეჟიმს. ასევე, ჩვენთვისაც, ქართველებისთვის კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს, რომ აქ არის მიშა სააკაშვილის მამული და აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ივანიშვილის რეჟიმის, მარიონეტის მიერ გადაჭრილი კუდიგორა, სადაც შემოდგეს სახლი, რადგან კარგი ხედები ჰქონდეთ და ალაზნის ველს ზემოდან დაჰყურებდნენ ამ რეჟიმის წარმომადგენლები“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა დაეხმაროს მის მეორე სამშობლოს.

„ეს ბავშვები პრეზიდენტის ინიციატივით ჩამოვიდნენ საქართველოში. რუსეთის პატიმრობიდან რაც შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილს აკეთებს ყველაფერს - საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობით, საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობით, ეხმარება როგორც შეუძლია მის მეორე სამშობლოს უკრაინას და სიმბოლური აქტი არის, რომ ირპენიდან ჩამოსული ბავშვები დღეს მოვიყვანეთ მის მამულში. მე იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ომი, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებით და პრეზიდენტ სააკაშვილს დაუბრუნდება თავის ისტორიულ და მეორე სამშობლოს საქართველოს და უკრაინას აქტიური პოლიტიკით“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები