მენეჯერის აპლიკაცია ბალანსისგან

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა. ბალანსის გუნდში გვჯერა, რომ ბიზნესების სწრაფ განვითარებას ტექნოლოგიური გადაწყვეტებით უნდა შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბიზნეს მფლობელებისა და მენეჯერებისთვის ახალი აპლიკაცია - ECHO. არსებული მდგომარეობით, SME სექტორისთვის BI (business intelligence) საკმაოდ რთულად ხელმისაწვდომია, რადგან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბალანსში გვსურდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაც მიგვეცა შესაძლებლობა - ეკონტროლებინათ პროცესები მობილურით. მენეჯერის აპლიკაციაზე მუშაობისას მიზნად დავისახეთ, ბიზნეს მფლობელებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის შეგვექმნა ისეთი ხელსაწყო, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა რეალურ დროში მიეღოთ ფინანსური და ოპერაციული რეპორტები და ანალიტიკური ინსტრუმენტები.

ECHO - გადაწყვეტილების მიღების მარტივი და ეფექტური გზაა მენეჯერებისთვის. აპლიკაცია რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს, მათ შორის: კომპლექსური მონაცემების ანალიზი: აპლიკაციას აქვს ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა ჩარტები, დეშბორდები და ტენდეციების ანალიზის შესაძლებლობები. ის ამარტივებს ფინანსურ და საოპერაციო მონაცემების დამუშავების პროცესს და მენეჯერებს საშუალებას აძლევს მარტივად და სწრაფად შეაფასონ მოსალოდნელი ტენდეციები და პატერნები. ჩარტებს აქვთ დამატებითი ბარათის ანალიზის ფუნქცია, რომელიც გეხმარება სხვადასხვა დაკვირვების წარმოებაში. აპლიკაციაში ინტეგრირებულია პროგნოზის ფუნქციონალი, რომელიც ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა მეთოდებით - წრფივი, ექსპონენციური, ლოგარითმული, პოლინომიალური, მოძრავი საშუალო - ანგარიშობს მოსალოდნელ შედეგებს. დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის გაცვლა: აპლიკაცია ხელს უწყობს მენეჯერებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაცია შეუზღუდავად გაიცვალოს. შევქმენით ერთიანი, გამჭვირვალე პლატფორმა, რომელზეც წვდომა შეუძლია ჰქონდეს კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენელს. პირველ ეტაპზე, აპლიკაცია პროგრამა ბალანსთან იქნება დაინტეგრირებული და მნიშვნელოვან ფინანსურ და ოპერაციულ მონაცემებთან წვდომის საშუალებას მობილურშივე მოგცემთ

გაინტერესებს რა შესაძლებლობები გექნება მენეჯერის აპლიკაციაში - ECHO?

- მიიღე ფინანსური რეპორტები

- აკონტროლე შემოსავლები და ხარჯები

- Top გაყიდვადი პროდუქტები

- Top დებიტორები & კრედიტორები

- დაადგინე და აკონტროლე ფინანსური, გაყიდვების და მიზნობრივი KPI

- დაინახე მყიდველების დავალიანებები

- აკონტროლე ფულადი ნაკადები და გადახდები ანგარიშსწორების ტიპების

ჭრილში

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ საიტს: www.Balance.ge

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია