სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს.

„2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა