Washington Post - აშშ შიშობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ, პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, ლიბანში ომს დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, შესაძლოა, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს , – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემა იხსენებს ბაიდენის ადმინისტრაციის ათზე მეტი ოფიციალური პირის და დიპლომატების განცხადებებს, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა მაღალი რანგის წარმომადგენლები ისრაელში, რათა თავიდან აიცილოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე ისრაელსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ნაწილი განპირობებულია იმით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 34-ჯერ დაარტყა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის შეიარაღებული ძალების პოსტებს. გამოცემასთან საუბარში ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქვეყანა ლიბანის არმიის პოზიციებს განზრახ არ უმიზნებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში