თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თავისუფლების მოედანზე, მეალილოებს ქრისტესშობა მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.

ალილოს მსვლელობისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სრულიად საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

მისი თქმით, ალილო არის ის ძირძველი ტრადიცია, რომელსაც ქართველი ხალხი ყოველწლიურად ტრადიციული მსვლელობით აღნიშნავს.

„მინდა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მივულოცო. დღევანდელი დღე არის სიკეთის და სიხარულის მომტანი. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ერთობა ვუსურვო. დიდი სიხარულით და ამაღლებული განწყობით ვუერთდებით ალილოს მსვლელობას, რომელიც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. ეს არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის და თანადგომის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ქრისტესშობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოებმა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით მსვლელობა ლოცვით და გალობით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს.

ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემდა. შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს