თბილისის მერის მოადგილემ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია შეუერთდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანდრია ბასილაიამ ალილოს მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.

„მინდა, ყველას მივულოცო შობის უდიდესი დღესასწაული, თითოეულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. საახალწლო დღეებსა და შობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. ველოდებით ყველას საშობაო კონცერტზე, რომელიც დღეს 20:00 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ალილოს საქართველოში ისტორიული ფესვები აქვს. სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში წლებია იმართება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს