ამირან გამყრელიძე - დღეისთვის, დაახლოებით, 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს, განსაკუთრებით საყურადღებოა 3 მათგანი, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპი

ქვეყანაში დაახლოებით 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს - თუ წინა წლებში კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გრიპთან ერთად საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად ბავშვებს და ხანდაზმულებს "ერჩის".

„შემოდგომის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ყოველთვის ყველგან აქტიურდება ე.წ. რესპირაციული ვირუსი. ეს საკმაოდ დიდი ვირუსების ჯგუფია. არის ვირუსების ნაწილი, რომელიც ნაკლებ ყურადღებას იპყრობს და არის ის კატეგორია, რომელიც საყურადღებოა.

ჩვენთან, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს რესპირაციული ვირუსების მონიტორინგი, თუ ზაფხულს არ ჩავთვლით, ვინაიდან მათი რაოდენობა ნაკლებია. მიმდინარეობს შესწავლა, თუ რომელი ვირუსი სჭარბობს სეზონის სხვადასხვა დროს.როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს, დაახლოებით,10-15 სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღება სამს აქვს.

პირველი - ეს არის გრიპის ვირუსი. ამ ეტაპზე ფიქსირდება "ა" ტიპის ვირუსი, საიდანაც წინა ხაზზე გამოდის H1 და H3. მოგეხსენებათ, H1 მოსახლეობაში ცნობილია, როგორც "ღორის გრიპის" ვირუსით, რომელმაც 2008-2009 წლების პანდემია გამოიწვია. აღარ არის ეს პანდემიური შტამი, ის დასუსტებულია.

მეორე - საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რასაც თვალს ვადევნებ მასმედიით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში მომატებულია მიმართვიანობა. ალბათ, ძირითადად ეს უნდა იყოს გრიპით და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ძირითადად ბავშვებს და ხანდაზმულებს "ერჩის", გარკვეული გართულებები აქვს განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში.

დღეს, ყოველკვირეული მონიტორინგის საერთო ცირკულაციაში რაც ვნახე, ბოლო მონაცემებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სჭარბობდა გრიპსა და კორონავირუსსაც.

მესამე - კორონავირუსი, რომელიც ჯერ კიდევ იქცევს ყურადღებას თავისი ვირულენტობით მაინც ძლიერია, ვიდრე გრიპის ვირუსი.

იცით, რომ ამ ეტაპზე ძირითადად მთელს მსოფლიოში "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს.

რომ გითხრათ, რომ წელს რაიმე უჩვეულო ხდება, ასე არ არის. გასულ წელს და წინა წლებში მონიტორინგის დროს, თუ კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, მაგრამ არც თუ ისე ძალიან“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა