თბილისში აქცია “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” გაიმართა

თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერებისა და დამნაშავეების მიმართ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით აქცია გამართეს.

ადგილზე შეკრებილები აპროტესტებდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ ძაღლზე ძალადობის შემთხვევას და მოითხოვენ პირის “კანონის სრული სიმკაცრით დასჯას”.

მათ ადგილზე მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “დასაჯე მოძალადე”, “აღასრულე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი”, “დაისაჯოს მოძალადე!” “ძაღლიც ადამიანია, ბოლო მოუღოთ მოძალადეს!” “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა!”.

“დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ძაღლის საზარელი მკვლელობის ფაქტი გავაპროტესტოთ. ამასთან, გვსურს, რომ ჩვენი შეკრებით საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ და ასევე, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ შესაბამის ორგანოებს, სტრუქტურებს. პროკურატურას ვთხოვთ, რომ კანონის უმკაცრესი ზომით აღნიშნული პირი დაისაჯოს. მე მჯერა, რომ სტრუქტურებში მომუშავე ყველა ადამიანი უგულო არ არის და ისიც ვიცი, რომ ამას ერთი-ორი ადამიანი არ წყვეტს, მაგრამ თუ არ შეიცვლება ეს ყველაფერი და კიდევ განმეორდება აქ (პარლამენტის მიმდებარედ) ათი და ასი ამდენი მოვალთ და შემდეგ სხვა ზომებს მივიღებთ”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ლიპარტაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია